მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაურში გათოვლიანების სისტემები შეუფერხებლად მუშაობს - MTA

მთის ტრასების სააგენტო

გუდაურში გათოვლიანების სისტემები შეუფერხებლად მუშაობს - აცხადებენ მთის ტრასების სააგენტოში (MTA).

საქმე ის არის, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუდაურში გათოვლიანების სისტემა არ მუშაობდა. ამის გადასამოწმებლად BM.GE-მ მთის ტრასების სააგენტოს მიმართა, სადაც განმარტავენ, რომ სისტემის ფუნქციონირებისთვის საჭიროა ყინვა და ტენიანობა.

მათივე ინფორმაციით, გუდაურის სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე ჯამურად 80 კმ -ია. დღევანდელი მოცემულობით, თოვლის საფარის გათვალისწინებით სრულად ფუნქციონირებს შემდეგი სათხილამურო ტრასები: პირველი, კიკილო 1, კიკილო 2, ხადა, ხადა 1, ახალი კუდები, სნოუპარკი, კობი, ფირნი.

„ხელოვნური გათოვლიანების სისტემები დამონტაჟებულია 5 კმ-ზე და ფუნქციონირებს შეფერხების გარეშე.

მოგახსენებთ, რომ გათოვლიანების სისტემის ფუნქციონირებისთვის საჭიროა შესაბამისი გარემო პირობების არსებობა ( ყინვა, ტენიანობა)“, - განმარტავენ მთის ტრასების სააგენტოში.

ცნობისთვის: კურორტი გუდაური 21 დეკემბერს, ბაკურიანი 7 დეკემბერს, გოდერძი 14 დეკემბერს , ხოლო მესტია კი 21 დეკემბერს გაიხსნა. ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტი სრულყოფილად ემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო ვიზიტორებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები