მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაურში ორი საბაგიროს დემონტაჟი და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება - პროექტის ღირებულება ₾30 მილიონია

გუდაური

მთავრობამ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით შპს „ემ თი ეის“ (MTA) ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაავალა.

საბაგირო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში შპს „ემ თი ეის“ ევალება ყველა საჭირო ლიცენზიის, ნებართვისა და შესაბამისი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის მოპოვება/უზრუნველყოფა, რათა ახალი საბაგიროებისა და ატრაქციონების ექსპლოატაცია უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდეს.

ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, კურორტზე დაგეგმილია არსებული ინფრასტრუქტურის ნაწილობრივი დემონტაჟი და ახალი სისტემების მონტაჟი:

  • დემონტაჟი: კომპანიამ უნდა უზრუნველყოს გუდაურში მართვაში არსებული საბაგიროების - „ხადასა“ (600 მეტრი) და „სნოუპარკის“ (815 მეტრი) დემონტაჟი, მიღებული ქონების ჩამოწერა და განკარგვა;
  • ახალი ინფრასტრუქტურა: იგეგმება ორი ერთეული ბიგელის (საჩოჩიალო, საერთო სიგრძით 1 400 მეტრი) და დახურული ტიპის მოძრავი ხალიჩის (საერთო სიგრძით 200 მეტრი) მონტაჟი;
  • ხელოვნური გათოვლიანება: სასრიალო ტრასების ნაწილი (საერთო სიგრძით 7 500 მეტრი) აღიჭურვება ხელოვნური გათოვლიანების სისტემით.

განკარგულების მიხედვით, შპს „ემ თი ეიმ“ შესაბამისი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ეტაპობრივად უნდა დაიწყოს და 2026 წლის 15 დეკემბრამდე დაასრულოს.

პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონ ლარს შეადგენს. დოკუმენტის მიხედვით, დაფინანსება ორ ნაწილად იყოფა:

  • 9.3 მილიონ ლარს შპს „ემ თი ეი“ უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი კაპიტალური ხარჯებიდან;
  • დარჩენილი 20.7 მილიონი ლარის დაფინანსების წყაროს მოძიება კი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს ევალებათ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას.

ირაკლი ბურჭულაძე მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი აღარაა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები