მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გუდიაშვილის მოედანზე არსებული 18 მილიონის ღირებულების ფართები აუქციონზე გაიყიდება

62723562d8fd9
მარიამ ვარადაშვილი
04.05.22 12:20
779

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუდიაშვილის მოედანზე არსებული რეაბილიტირებული სივრცეები აუქციონზე გაიყიდება. მისიევ თქმით, ბიზნესსექტორი მსგავსი სივრცეების განვითარებას უკეთ შეძლებს, მუნიციპალიტეტის მთავრობა კი შემოსული თანხით, სხვადასხვა პროექტს განახორციელებს.

„ლადო გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობები რეაბილიტირდა. დარწმუნებული ვარ, როდესაც ეს შენობა-ნაგებობები დაიტვირთება, დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება. იცით, რომ ეს ფართები მუნიციპალური საკუთრებაა. ვიცე-მერს დავავალე, ბიზნესსექტორთან დაეწყო მუშაობა, რომ მსგავსი სივრცეების აუქციონის ფორმით პრივატიზაცია მომხდარიყო. გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ არსებული რეაბილიტირებული სივრცეები მზადაა აუქციონზე გასაყიდად“, - განაცხადა კალაძემ.

გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ არსებული ოთხი ობიექტის ჯამური ღირებულება 18 მილიონ ლარამდეა.

კალაძის ინფორმაციით, გუდიაშვილის მოედანზე არსებული საპრივატიზაციო ობიექტებია: ბეგლარ ახოსპირელის I ჩიხი, N1/ ლადო გუდიაშვილის მოედანი N6. აქ ოთხი ფართია, რომელთა ჯამური ღირებულება 4 428 776 ლარია; გუდიაშვილის მოედანი N2, ექვსი ფართი - ჯამური ღირებულება 3 265 865 ლარი; ლერმონტოვის ქუჩა N2 - სამი ფართი - ჯამური ღირებულება - 4 008 383 ლარი; აბესაძის ქუჩა N23, ექვსი ფართი - ჯამური ღირებულება - 6 242 916 ლარი.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები