მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე ადასტურებს, რომ თბილისში, რიგ ადგილებში დიდი გამავლობის მანქანების მოძრაობის შეზღუდვა იგეგმება

კალაძეეე

თბილისის მერია 2024 წლის იანვრიდან ქალაქის გარკვეულ ნაწილში დიდი გამავლობის მანქანების მოძრაობის შეზღუდვას გეგმავს. თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ამით ქალაქი საცობებისგან განიტვირთება. 

“ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა პიკის საათებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა. კერძოდ, როცა ყველაზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება მაგ დროის მონაკვეთში შევზღუდოთ გადაადგილება. ეს მთელ თბილისს არ შეეხება და მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთებზეა საუბარი, სადაც ყველაზე მეტი დატვირთვა და საცობია პიკის საათებში. ამაზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ბიზნესსექტორთან ვთანამშრომლობთ და გვესმის, რომ ეს მარტივი არ იქნება. ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის იანვრიდან ავამოქმედოთ ეს სიახლე. ეს საბოლოოდ ბიზნესის ყველა სექტორთან შეთანხმდება, მათ მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს განზრახვაზე”, - აცხადებს კალაძე. 

მისივე თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა ჰქონდათ, რა დროსაც ამ საკითხზე საკუთარი ხედვა წარუდგინეს. 

“ეს კომუნიკაცია გრძელდება და ვაპირებთ ბიზნესის ყველა წარმომადგენელს შევხვდეთ. გვინდა, რომ ამ შეზღუდვამ შაბათ-კვირის დღეებში არ იმოქმედოს. ასევე არ იყოს აგვისტოს თვეში მაშინ, როცა ქალაქი მეტ-ნაკლებად დაცლილია და ბევრი ადამიანი გადის, რის გამოც უფრო მარტივია მოძრაობა”,- ამბობს კალაძე.

მისივე ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, ანუ მხოლოდ M2  და N1 ტრანსპორტის  მოძრაობა იქნება დასაშვები.

საკითხზე bm.ge ჯერ კიდევ გუშინ წერდა. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციაში ადასტურებენ, რომ მათი ჩართულობით საკითხზე შეხვედრები გაიმართა და კონსულტაციები გრძელდება.

ჩვენთან საუბარში დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამბობს, რომ  ტრანსპორტის გადაადგილების ცვლილებებზე ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მიიღეს და მანამდე მათთან კონსულტაციები არ ყოფილა.

უბნების რუკა, სადაც დიდი გამავლობის ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება ასეთია:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები