მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გუდვილი“ სომხეთსა და ყაზახეთში ფილიალებს გახსნის

63d3d113aafbe
ლიკა მეგუთნიშვილი
28.01.23 09:30
1861
ჰიპერმარკეტების ქსელი „გუდვილი“ წელს ფრანჩაიზით ფილიალებს ჯერ - ყაზახეთში, ხოლო შემდეგ სომხეთში გახსნის.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ხაბაშვილი BMG-სთან ამბობს, FMCG (FMCG საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს იმპორტს და დისტრიბუციას მოიცავს) სეგმენტის მიმართულებით ქართული სუპერმარკეტი საქართველოს ფარგლებს გარეთ ჯერ არ გახსნილა და ყაზახეთის ფილიალი, ამ მხრივ, პირველი იქნება.

„ფრანჩაიზის მიმართულება 2019 წელს დავამუშავეთ. 2021-2022 წელს კი უკვე მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და ამ სუპერმარკეტების გახსნა გადაწყდა. ერევანში „გუდვილი“ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გაიხსნება და ის 1000 კვ.მ ფართობზე იქნება განთავსებული. ეს ძალიან საინტერესო სიახლე იქნება სომხეთისთვის, რადგან ასეთი ტიპის სუპერმარკეტი ჩვენს რეგიონში არ არის. რაც შეეხება ყაზახეთს, აქ დიდი ფორმატის „Convenience store” გაიხსნება. ორივე ფილიალი 2023 წლის გაზაფხულზე გაიხსნება. ამ მიმართულებით ინვესტიციებს ჩვენი პარტნიორები ახორციელებენ, რომლებიც "გუდვილისგან" ფრანჩაიზს იღებენ“, - აცხადებას გიორგი ხაბაშვილი.

ცნობისთვის: ჰიპერმარკეტების ქსელი „გუდვილი“ საქართველოში 2004 წლიდან ოპერირებს და ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით ხუთი ფილიალითაა წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები