აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმაკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.
მერიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.