მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gulf+ ახალი თვითმომსახურების სადგურები "გალფისგან"

გალფი
19.02.24 12:04
5020

დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით Gulf+-ის დამატებით ექვსი ობიექტი გაიხსნა. "გალფ პლიუსი" ნავთობკომპანია "გალფის" თვითმომსახურების სადგურების ქსელია, სადაც მომხმარებლებს უკვე თავად შეუძლიათ ჩაასხან საწვავი საკუთარ ავტომობილებში სწრაფად და მარტივად. Gulf+ სადგურებში ინტეგრირებულია QR გადახდების სისტემა, რაც საწვავის ჩასხმის პროცესს უფრო მარტივს და კომფორტულს ხდის. QR გადახდებისთვის აუცილებელია იქონიოთ გალფ კლუბის მობილური აპლიკაცია.

"გალფ პლუსის" სადგურები სრულად აღჭურვილია საწვავის მიწოდების და კონტროლის თანამედროვე სისტემებით. სადგურებზე განახლებულია სარეზერვუარო ინფრასტრუქტურაც, რაც უმნიშვნელოვანესია საწვავის მაღალი ხარისხის შენარჩუნებისთვის.

"გალფ პლუსში" შესაძლებელია გალფის ლოიალურობის პროგრამის – Gulf Club-ის ფასდაკლების და დაგროვების ბარათის გატარებაც, შესაბამისად, მომხმარებლები იღებს უფრო მეტ ფასდაკლებას საწვავზე, აგროვებს ქულებს და ერთვება ყველა იმ წამახალისებელ, თუ პრომო აქციებში რომელიც გალფის ქსელში მოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ ყველა გალფ პლუსის ობიექტზე განთავსებულია გალფ სთორის, მცირე ფორმატის, კიოსკის ტიპის მაღაზია, სადაც 24 საათის განმავლობაში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს როგორც ცხელი, ასევე გამაგრილებელი სასმელები და სნექები.

დღეის მდგომარეობით საქართველოში 40 გალფ პლიუსის თვითმომსახურების სადგურია და მათი რიცხვი წლის განმავლობაში კიდევ გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები