მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გულსატკენია, რომ აშშ-ის კონგრესში ვხედავთ კულტურის ხარისხის ასეთი მასშტაბით შემცირებას - კობახიძე

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისთვის გულსატკენია, როდესაც აშშ-ის კონგრესში სენატორები გამოდიან და მმართველ ძალას უსიამოვნო სიტყვებით მოიხსენიებენ. ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ სენატორ რიშის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესი მათთვის წლების მანძილზე სამაგალითო ინსტიტუტი იყო.

„ტერმინები, რომელსაც ცალკეული სენატორები და კონგრესმენები იყენებენ, უსიამოვნოა თავად ამ ტერმინების და განცხადებების ავტორებისთვის, ვინაიდან არ შეიძლება, უკულტურობის ასეთი დონე და ხარისხი აჩვენონ ადამიანებმა ამერიკის კონგრესში.

აშშ-ის კონგრესი იყო ჩვენთვის სამაგალითო ინსტიტუცია წლების მანძილზე და დღეს ამ უმნიშვნელოვანეს და ჯერ კიდევ ძალიან ღირებულ ინსტიტუტში ვხედავთ კულტურის ხარისხის ასეთი მასშტაბით შემცირებას, რაც ძალიან შემაშფოთებელია და პირადად ჩემთვის ძალიან გულსატკენია,

რაც შეეხება უშუალოდ სენატორ რიშს, ის იყო ჩამოსული 2012 წელს ჩამოსული „ნაცმოძრაობის“ მხარდასაჭერად. ის ყოველთვის იყო „ნაცმოძრაობის“ გულმხურვალე მხარდამჭერი, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილმა მას და მის მეგობრებს შანსი არ დაუტოვა 2012 წელს და მათ, ისევე, როგორც მათ მეგობარ სააკაშვილს, მოუწიათ არჩევნების შედეგების აღიარება. რაც შეეხება მათ გზავნილებს, არ გაქვთ ინფორმაცია, სინამდვილეში რა გზავნილებით იყვნენ ისინი ჩამოსული, მაგრამ ამ გზავნილების უკან წაღება მოუწიათ, როდესაც მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად მოიგო არჩევნები. ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში „ნაცმოძრაობის“ მხარდასაჭერად, თუმცა საბოლოო ჯამში წავიდნენ საქართველოდან დამარცხებულები, რადგან მათმა ფავორიტმა პარტიამ არჩევნები წააგო 2012 წელს. რაც შეეხება მაშინდელი ხელისუფლების კრიტიკას - ნული. ამოიღეთ რომელიმე განცხადება, სადაც რიში და შაჰინი აკრიტიკებდნენ მაშინდელ ხელისუფლებას. 2012 წლამდეც და შემდეგაც ისინი რჩებოდნენ „ნაცმოძრაობის“ გულმხურვალე მხარდამჭერებად“, - განაცხადა პრემიერმა.

ქართველ ხალხს ოქტომბერში საშუალება ექნება, მოიშოროს არამზადები და საკუთარ ხელში აიღოს მომავალი - სენატორი რიში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები