მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გურიაში, დიდთოვლობით დაზარალებულთა დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან ₾11.7 მლნ გამოიყო

გურია

მთავრობის განკარგულებით გურიაში დიდთოვლობის გამო დაზარალებული მოსახლეობისთვის 11 728 119 ლარი გამოიყოფა. "ქართული ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის 27 აგვისტოს განკარგულებით, თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

2025 წლის თებერვლის თვეში განვითარებული სტიქიური მოვლეწების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის (კერძო სახლების ნაწილობრივ დაზიანებული სახურავები) კომპენსაციის გაცემის მიზნით, ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კაწოწით გათვალისწიწებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდაწ მუწიციპალიტეტებს გამოუყოს 11 728 119 ლარი.

თანხა შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - 8 314 686 ლარი;
  • ლანჩნუთის მუნიციპალიტეტი - 2 360 832;
  • ჩოხატაურის მუწიციპალიტეტი - 1 052 601 ლარი.

"ამ განკარგულების ფარგლებში გაცემული კომპენსაცია არ წარმოადგენს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების საფუძველს და აღწიშწული ოჯახები თავისუფლდებიან ამავე განკარგულების ფარგლებში მიღებული კომპენსაციის თაობაზე კომპეტენტური ორგანოსთვის – სსიპ – სოციალური მომსანურების სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულებისგან", - წერია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები