მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურჯაანის გარდა მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ხევებია ადიდებული - გურჯაანის მერია

648b4f5de4a24
BM.GE
15.06.23 21:50
926
მოსული უხვი ნალექისა და სეტყვის შედეგად, გურჯაანში, თავისუფლების ქუჩა დაიტბორა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერება გამოიწვია. დაიტბორა შენობების პირველი სართულები.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გურჯაანის გარდა მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძირკოკი, ვეჯინი, გურჯაანი, ჭანდარი უხვი ნალექის შედეგად ადიდებულია ხევები.

მათივე ცნობით, სტიქიის ზონაში იმყოფებიან - კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლერი გელენავა და საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილი.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მძიმე ტექნიკა ცოცხალი ძალა.
მიმდინარეობს ამოტუმბვისა და გზის გაწმენდის სამუშაოები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები