მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურჯაანის ტურისტული კონცეფციის შესაქმნელად €180 000-ის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა

გურჯაანი

სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გეგმავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის კურორტების, საკურორტო და ტურისტული ადგილების კლასტერის ტურისტული განვითარების კონცეფციის მომზადების მომსახურების შესყიდვას, რაზეც 180 481 ევრო დაიხარჯება.

გამარტივებული შესყიდვის შესახებ შეთანხმების თანახმად, კონცეფციის შემუშავება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • წინასაპროექტო კვლევა
  • ხედვა და სიცოცხლისუნარიანობა
  • კონცეფცია და სამოქმედო გეგმა

კვლევის მთავარი ობიექტი არის კურორტი ახტალა და ასევე, შემდეგი საკურორტო და ტურისტული ადგილები:
• საკურორტო ადგილი ვეჯინი;
• საკურორტო ადგილი ზიარი;
• ლაკბეს წყალსაცავი;
• ჭერემი;
• ველისციხე და
ასევე, კვლევის პროცესში გამოვლენილი სხვა მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილები.

ამასთან, კონცეფცია უნდა მოიცავდეს ტურისტულ მიმართულებებს, რაც უზრუნველყოფს კლასტერის შეთავაზებების მრავალფეროვნებას:

• გამაჯანსაღებელი ტურიზმი;
• ღვინის ტურიზმი;
• აგროტურიზმი;
• ეკოტურიზმი;
• სათავგადასავლო ტურიზმი;
• გასტრონომიული ტურიზმი;
• MICE ტურიზმი;
• კულტურული ტურიზმი.

"საკითხის ასეთი მნიშვნელოვნებიდან და ასევე, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ტენდერის პროცედურები გაახანგრძლივებს ღონისძიებების დაწყებისა და განხორციელების ვადებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, რაც უზრუნველყოფს პროექტის შეუფერხებლად და უწყვეტად განხორციელებას შეზღუდულ ვადებში",- აღნიშნულია ადმინისტრაციის განმარტებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები