მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურჯაანში ახტალის პარკის პროექტირება იწყება

232

გურჯაანში ახტალის პარკის პროექტირება იწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების ვადად 6 თვე განისაზღვრა.

ახტალის პარკში, პროექტის მიხედვით, დაიგეგმება საბავშვო, სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები, ასევე, ტერიტორიაზე მოეწყობა რეკრეაციული არეალები, საფეხმავლო და ველო ბილიკების ქსელი.

პარკში განთავსდება საინფორმაციო ცენტრი, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები - ღია სცენა, ღონისძიებების მოედანი და მრავალფუნქციური პავილიონები. მოეწყობა ლანდშაფტური ობიექტები და შადრევნები.

პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკოლოგიურ მდგრადობას, მცენარეების ადგილობრივი სახეობების გამოყენებას, ნარჩენების სეპარაციასა და ეკო-მასალების გამოყენებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები