მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურჯაანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 3 მაისიდან მოემსახურება

ავტობუსი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას 3 მაისიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას, მუნიციპალიტეტი თავის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონებისთვის ახალი ავტობუსების შეძენა განხორციელდა, რომლის ფარგლებში, გურჯაანმა „ისუზუს“ ფირმის 10 ერთეული, 8 მეტრიანი ავტობუსი მიიღო. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

"M3 კატეგორიის სამგზავრო მარშრუტის ტარიფი 1 ლარით განისაზღვრა. შეღავათიანი ტარიფით - მგზავრობის საფასური 0,50 თეთრი, ისარგებლებენ შემდეგი მოქალაქეები: პენსიონერები; იძულებით გადაადგილებული პირები; ომის და თავდაცვის ძალების ვეტერანები; გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირები; სოციალურად დაუცველები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000; მრავალშვილიანი ოჯახები რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 00; ა(ა)იპ " მოქალაქეთა თანადგომის" ბენეფიციარები; გურჯაანის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები. ხოლო, უფასო მგზავრობით ისარგებლებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეები.

გადახდა საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათებით განხორციელდება. შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეებმა, მათზე მორგებული სპეციალური პლასტიკური ბარათის ასაღებად, აუცილებელია საქართველოს ბანკის ფილიალებს მიმართონ",- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები