მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანში სასტუმრო Best Western Premier-ის გახსნა სექტემბერში იგეგმება - გიორგი დოლიძე

Best Western Premier

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ახალი ბრენდული სასტუმრო Best Western Premier გაიხსნება. სასტუმროს 51 ნომერი, საკონფერენციო სივრცე, ტერასები, რესტორანი, აუზი და სხვა ინფრასტრუქტურა ექნება. როგორც HSC Group Hospitality დირექტორმა გიორგი დოლიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა ობიექტის გახსნა სექტემბრის ბოლოს იგეგმება.

„გურჯაანის რაიონში, სოფელ ვაჩნაძიანში, რაიონისთვის პირველი ბრენდული სასტუმრო Best Western Premier გაიხსნება, რომელიც წარმოდგენილი იქნება 51 ნომრით და სხვადასხვა აუთლეთით, როგორიცაა საკონფერენციო ზონა, ტერასები, რესტორანი და ძალიან დიდი აუზი, რომელიც, ალბათ, ძალიან ბევრ ტურისტს მოიზიდავს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

ობიექტზე წარმოდგენილი იქნება ძალიან მაღალი ხარისხის, ნიშური მეღვინეობაც. ასევე ჩოგბურთის, პადელის კორტები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი, ასევე ჩამოსული ტურისტებისთვის“. კახეთში ეს იქნება მესამე ბრენდული სასტუმრო, რაც კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება იქითკენ, რომ რეგიონშიც სერვისი გაიზარდოს.

სასტუმროს გახსნა, წინასწარი გეგმით, 2026 წლის სექტემბრის ბოლოს იგეგმება“, - განაცხადა დოლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები