მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გუშინ, ის ხარვეზებიც გამოსწორდა, რაც წინა დღეებში დაფიქსირდა" - კობახიძე ძალოვნებს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე ვახტანგ გომელაურის უწყებას და პოლიციელებს მადლობას უხდის. ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე, კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ძალოვნები ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტებით მოქმედებენ.

„მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს, მიუხედავად უმძიმესი ძალადობისა, რომელსაც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებები და მათი უცხოელი ინსტრუქტორები მიმართავდნენ, პოლიციამ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა და წარმატებით დაიცვა სახელმწიფო კონსტიტუციური წყობილების ხელყოფის მორიგი მცდელობისგან.

გუშინ ის ხარვეზებიც გამოსწორდა, რაც წინა დღეებში დაფიქსირდა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო შს მინისტრს და თითოეულ პოლიციელს. მადლობა თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, წუხელ დემონსტრანტებმა რუსთაველზე ღამე გაათენეს, დილის 7 საათიდან კი საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირის დემონსტრანტებისგან გაწმენდა დაიწყეს. მოქალაქეებმა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს, შემდეგ კი ფილარმონიასთან, საიდანაც თსუ-სკენ დაიძრნენ. ამჟამად აქცია გრძელდება ვაკეში. გადაკეტილია ჭავჭავაძის გამზირი, ამასთან საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია ვარაზის ხევის, კეკელიძის ქუჩის და მელიქიშვილის გამზირის კვეთაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები