მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვახსოვს, რომ რუსეთი შეიჭრა საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას - მილერი

მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე განიხილავს თუ არა აშშ სერიოზულად რუსეთის გაზრდილ საფრთხეს, მილერი პასუხობს, რომ ამ საკითხზე მჭიდრო კოორდინაცია აქვთ ევროპელ მოკავშირეებთან.

"ვაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას NATO-ს მოკავშირეებთან რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით, რასაც ის წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოებისთვის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ გვახსოვს, რომ ის ასევე შეიჭრა საკუთარ მეზობელთან, საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას, ისევე როგორც უკრაინაში. ვაგრძელებთ NATO-ს მოკავშირეებთან ერთად განვიხილოთ ის ასიმეტრიული საფრთხეები, რაც რუსეთიდან მომდინარეობს და რაც ზოგიერთ შემთხვევაში ევროპის გარკვეულ ნაწილში რეალიზდა", - ამბობს მილერი და ამატებს, რომ მოკავშირეებთან ერთად მუშაობენ იმაზე, რომ რუსეთმა პასუხი აგოს ჩადენილ ქმედებებზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ამ ზომების ნაწილია უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება და ის უპრეცედენტო სანქციები, რაც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთს დაუწესეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები