გვანცა ჯობავა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტია. ის თანამდებობაზე ასოციაციის მიერ ჟენევაში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ისტორიაში გვანცა მეოთხე ქალი პრეზიდენტი და პირველი პრეზიდენტია, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ევროპული ქვეყნიდან, საქართველოდან. პრეზიდენტად არჩევამდე გვანცა ორი წლის განმავლობაში IPA-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. ასოციაციის ახლად არჩეული პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შეუდგება.
სტუმარი: გვანცა ჯობავა - “გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის” პრეზიდენტი;
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად