მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„გვაქვს ბევრი პროექტი, რომელთაც ევროპასთან ერთად განვახორციელებთ“

637368acba1a7
ვიქტორია მღებრიშვილი
15.11.22 14:22
504
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში ეხმარება, ამის შესახებ მან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირთა ერთად საქართველო ისეთ პროექტებს ახორციელებს, როგორიცაა შავი ზღვის კაბელი.

„ჩვენ გვექნება სერიოზული საუბარი ჩვენს საერთო პრიორიტეტებზე, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის უკეთ გამოყენებას უკავშირდება. ჩვენი ქვეყანა მრავალი წელია ადასტურებს, რომ ვართ ევროპის ერთგული პარტნიორები და, რა თქმა უნდა, ჩვენს გვაქვს ძალიან ბევრი პროექტი, რომელსაც ერთობლივად განვახორციელებთ, ისეთი როგორიც არის მაგალითად შავი ზღვის კაბელი, რომელზე ერთობლივად ვმუშაობთ. ევროკავშირი ჩვენ აქტიურად გვეხმარება ეკონომიკის განვითარების საქმეში - მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საქმეში იქნება ეს ინფრასტრუქტურა ენერგეტიკა თუ ყველა მიმართულება ჩვენ სრული ჩართულობა გვაქვს. ეს ურთიერთობები ჩვენს საერთო ფასეულობებზეა დამყარებული“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები