მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვაქვს მოლოდინი, რომ ივნისიდან ECB რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას დაიწყებს - Barclays-ის CEO

ECB

2024 წლის მეორე ნახევრიდან ევროპის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემცირებას დაიწყებს - ამის შესახებ Euronews.Business-თან ინტერვიუში ბრიტანული საბანკო-საფინანსო კომპანია Barclays-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრანცესკო ჩეკატომ ისაუბრა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველი ნახევარი ევროპის ეკონომიკისთვის უძრავი იქნება, თუმცა მეორე ნახევრიდან ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაიწყება.

IMF-ის 2024 წლის პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წელს მისი თანდათანობით გაუმჯობესებაა ნავარაუდები: ფასები მცირდება, ხელფასები კი იზრდება. ევროპელი მომხმარებლები მსყიდველუნარიანობას იბრუნებენ. რა თქმა უნდა, ვითარება ქვეყნების მიხედვით განსხვავდება, თქვენ როგორ ფიქრობთ, არის ევროპის ეკონომიკა გამოსწორების გზაზე?

“ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, გვაქვს მიზეზი, რომ ნათელი პროგნოზების გვჯეროდეს. ინფლაცია სწრაფი ტემპით მცირდება, ტენდენცია აშკარაა: ხელფასები იზრდება და შესაბამისად ევროკავშირში მოსახლეობის მსყიდველობითი ძალა და განკარგვადი შემოსავალიც იზრდება.

ვფიქრობ, მსგავსი ეკონომიკური ფონი აჩენს შესაძლებლობას, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება დაიწყოს. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს პროცესი ივნისიდან დაიწყება და, სავარაუდოდ, განაკვეთი 2025 წლის იანვრამდე ჩატარებულ ყველა სხდომაზე შემცირდება: დღეს არსებული 4%-ის ნაცვლად 2.5%-მდე ჩამოვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მოლოდინი გვაქვს, რომ წლის პირველ ნახევარში სტაგნაცია შენარჩუნდება, მეორე ნახევრიდან კი ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაიწყება”, - განაცხადა ფრანცესკო ჩეკატომ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წელს ევროზონაში მთლიანი შიდა პროდუქტის 0.9%-ით ზრდაა ნავარაუდები, რასაც ინფლაციის შემცირება და რეალური ხელფასის ზრდა განაპირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები