ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიამ სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოაქვეყნა.
"ქართველმა ხალხმა აირჩია მომავალი, რომელიც თავისუფალი, დემოკრატიული, და ევროატლანტიკური ინსტიტუტების ნაწილია.
ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ამ რეალობის მიღწევაში მათ დავეხმაროთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი რუსული ჩარევისა და დემოკრატიის ეროზიის საფრთხის წინაშე დგანან,"– წერია კომისიის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.