მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვაქვს რეგიონული მიდგომა გაფართოების საკითხში, როდესაც საქმე მოლდოვასა და უკრაინას ეხება - მარი ბიერი

Marie BJERRE, Danish Minister for European Affairs

დანიის მინისტრი ევროპის საკითხებში, მარი ბიერი ამბობს, რომ როდესაც საქმე მოლდოვასა და უკრაინას ეხება გაფართოებასთან დაკავშირებით რეგიონული მიდგომაა. მან ამის შესახებ კოპენჰაგენში, არაფორმალური მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრის ფოკუსი გაფართოების საკითხის განხილვა იქნება.

"რეგიონული მიდგომა გვაქვს გაფართოების საკითხში, როდესაც საქმე მოლდოვასა და უკრაინას ეხება. გაფართოების პროცესში ახალი იმპულსის მიზეზი უკრაინაა. ეს გამოწვეულია რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით, ახლა საქმე უსაფრთხოებას ეხება და უკრაინის მარტო დატოვება უსამართლო იქნება“, - ამბობს მარი ბიერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები