კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად, რიგი სახელმწიფოები გარემოსდაცვით პოლიტიკას ცვლიან და მოსახლეობას უბიძგებენ შიდა წვის ძრავის ავტომობილებზე უარი თქვან და ელექტრომობილებზე გადავიდნენ. მარეგულირებლების მხრიდან არსებულ ამ მოთხოვნას ავტომწარმოებელი კომპანიებიც პასუხობენ, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ ელექტრომობილს აწარმოებენ, როგორც ჯამური რაოდენობის, ასევე მოდელების მრავალფეროვნების კუთხით.
თუმცა ავტომწარმოებლებთან ერთად, ელექტრიფიკაციისთვის მომიჯნავე სფეროებში არსებული კომპანიებიც ემზადებიან, მათ შორის ნავთობმომპოვებელი და საწვავის რეალიზატორი კომპანიები, რომლებიც მათ საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის გარდაქმნას და იქ ელექტროდამტენების დამატებას ცდილობენ.
ერთ-ერთი ქართული კომპანია, რომელიც წლებია, რაც ამ ტენდენციას მიჰყვება - “ვისოლ ჯგუფია”, რომელიც საკუთარ ბენზინგასამართ სადგურებზე ელექტროდამტენებს ამონტაჟებს. თუმცა ელექტროდამტენებთან ერთად, “ვისოლ ჯგუფი” ეკოსისტემურ ბიზნესსაც ავითარებს, ანუ ბენზინგასამართ სადგურებზე მომხმარებელს ყველა საჭირო სერვისს სთავაზობს.
როგორ “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ “საქმიან საღამოში” განაცხადა, ჰოლდინგური კომპანიების საკუთრებაში არაერთი ისეთი ბენზინგასამართი სადგურიცაა, რომლის შემოსავლის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 80% მოდის ეკოსისტემურ ბიზნესზე, ანუ რესტორნებზე და მაღაზიებზე, ხოლო 20% - უშუალოდ საწვავის რეალიზაციაზე.
“ძალიან ბევრი ლოკაციაა, სადაც ელექტროდამტენები გვაქვს განთავსებული. ამასთან, უკვე დიდი ხანია, რაც ვაშენებთ ინფრასტრუქტურას და არამხოლოდ ბენზინგასამართ სადგურებს, სადაც მხოლოდ ბენზინის რეალიზაცია ხდება. მეტიც, გვაქვს სადგურები, სადაც საწვავზე მოდის 20%, ხოლო დანარჩენი მოდის იმ ეკოსისტემურ ბიზნესზე, რომელიც შევქმენით და ეს ძალიან ღირებულია.
საბოლოო ჯამში, ჩვენ ხომ მხოლოდ საწვავს არ ვყიდით. რა სჭირდება ადამიანს, როცა ის მოძრაობს? ის სერვისები, რომლებიც პირველადი მოხმარებისაა - შეთავაზებაში უკვე გვაქვს და ადამიანი ჩვენთან მანქანას გააჩერებს და საწვავის ჩასხმის ნაცვლად ელექტრომობილს დატენის, რადგან სწრაფი დამტენ