მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - კობახიძე

კობახიძე

"ჩვენ გვჭირდება მუდმივად განახლება კვალიფიციური რესურსის საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს პროგრამა ძალიან ბევრ ახალგაზრდას კურსდამთავრებულს მისცემს იმის საშუალებას, რომ წარმატებით დაიწყოს კარიერა და განავითაროს საკუთარი კარიერა საჯარო სამსახურში.

„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ზოგადად ახალგაზრდების დასაქმება, კურსდამთავრებულთა დასაქმება და მათ შორის, განსაკუთრებით მათი დასაქმება საჯარო სექტორში. ჩვენ გვჭირდება მუდმივად განახლება კვალიფიციური რესურსის საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. რამდენიმე წელია, ეს პროგრამა მოქმედებს. თავიდან დავიწყეთ საპილოტე რეჟიმში და ახლა გრძელდება წარმატებით ეს პროგრამა.

დარწმუნებული ვარ, ეს პროგრამა ძალიან ბევრ ახალგაზრდას კურსდამთავრებულს მისცემს იმის საშუალებას, რომ წარმატებით დაიწყოს კარიერა და განავითაროს საკუთარი კარიერა საჯარო სამსახურში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები