სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩის თარაშ პაპასქუა, facebook-ის პირად გვერდზე ეხმაურება, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.
კერძოდ, "ოცნებამ" გადაწყვიტა, 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენოს.
მოქმედი ელჩის თქმით, საქართველოს როგორც არასდროს ისე სჭირდება "მეტი ნატო და მეტი ევროკავშირი"
"დღეს, როცა რუსეთი:
- აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას;
- აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ;
- ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას...
ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი #ევროპა და მეტი #ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა!!", - წერს მოქმედი დიპლომატი სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ 100-მდე გაიზარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლების რაოდენობა, რომელიც "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება.