მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვენეტაძე ეროვნული ბანკის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა - აშშ-ის ელჩი

63fc98d5d42a4
მარიამ ვარადაშვილი
27.02.23 15:56
675
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე შვიდი წლის მანძილზე ყოველგვარი გავლენების გარეშე, დამოუკიდებლად მართავდა ბანკს.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 2 მარტს ეწურება, ზუსტად 7 წლის თავზე მისი ამ პოზიციაზე დამტკიცებიდან.

“ძალიან ვამაყობთ იმ საქმით, რაც აშშ-მა პრეზიდენტ კობა გვენეტაძისა და მისი საქმის მზარდასაჭერად გააკეთა ამ შვიდი წლის მანძილზე. მხარს ვუჭერდით იმას, რომ ცენტრალური ბანკი დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა. ასევე მიღებული იქნა გაბედული გადაწყვეტილებები, რომელიც ზოგჯერ რთულიც იყო, თუმცა საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობდა. ვფიქრობ, ის სტატისტიკა, რაც დღეს ვნახეთ ნათლად აჩვენებს, ბოლო შვიდი წლის მანძილზე როგორი ეფექტიანი და დამოუკიდებელი ხელმძღვანელი იყო კობა გვენეტაძე. მისი პრეზიდენტობის გავლენას ვხედავთ საქართველოს ეკონომიკურ სტაბილურობასა და ზრდაში. ვნახეთ, მისი გრძელვადიანი ინიციატივებიც, რომლებიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება. ვფიქრობ, საქართველო უნდა იყოს ამაყი, რომ მას ჰყავდა ასეთი პროფესიონალი და გამოცდილი, თავდადებული ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფდა ბანკის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას პოლიტიკური თუ სხვა გავლენებისგან”,-ამბობს დეგნანი.