მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გვენეტაძე მაკროეკონომიკური სტაბილურობის ინტერესებიდან ამოდიოდა“ – მიხეილ კუკავა

648d4da14cf6b
ელენე კვანჭილაშვილი
17.06.23 10:25
535
სტატიაში საუბარია:
„მონეტარული ეკონომიკა არის ურთულესი რამ, რომელიც ძალიან ცოტა ეკონომისტს ესმის“ - ამის შესახებ IDFI-ის სოციალური და ეკონომიკური მიმართულებების ხელმძღვანელმა მიხეილ კუკავამ ელენე კვანჭილაშვილის ‘ანალიტიკა’–სთან განაცხადა.

IDFI-ის სოციალური და ეკონომიკური მიმართულებების ხელმძღვანელის თქმით, კობა გვენეტაძე პროფესიონალი იყო და სწორედ ამიტომაც, მასზე მმართველ გუნდს დიდი გავლენა ვერ ჰქონდა.

საქმე ის არის, რომ 7 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ მთავრობა ეროვნული ბანკის საბჭოში ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენის მოთხოვნით, პრეზიდენტზე ზეწოლას ახდენდა და აშანტაჟებდა. გიორგი მსხილაძემ განმარტა, რატომ არ უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილი სებ-ის საბჭოში მოქმედი ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას. როგორც საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, პრეზიდენტს ლაშა ხუციშვილის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს, მაგრამ „კითხვებს აჩენდა კანდიდატის დამოუკიდებლობა“.

„კობა გვენეტაძის დროს, ეროვნული ბანკი ასე მარტივად ვერ ექცეოდა მთავრობის გავლენის ქვეშ და ვერც მოექცეოდა, რადგან კობა გვენეტაძე იყო მაღალი კლასის პროფესიონალი. შეიძლება მას რაღაცაში არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ ის ამოდიოდა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ინტერესებიდან“, - განაცხადა მიხეილ კუკავამ.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები