მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გვექცევით როგორც ოჯახის წევრებს და არა როგორც ინვესტორებს" - Eagle Hills-ის გაყიდვების ოფისი გაიხსნა| დამფუძნებლის სიტყვა

იგლ ფილსი

კომპანია Eagle Hills-ის დამფუძნებელი, მოჰამედ ალი ალაბარი, აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მსოფლიოშიც გამორჩეულია და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც კომპანიამ ქვეყანაში მასშტაბური პროექტების განხორციელება გადაწყვიტა.

„როდესაც საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს ეცნობი, ხვდები, რომ ასეთი ზრდის ტემპი 7, 8- 9% იშვიათია მთელ მსოფლიოში. აშკარად რაღაცას ძალიან კარგად აკეთებთ. ეს ადვილად მიღწევადი არ არის. ამას სჭირდება შრომა, სტაბილურობა და გონივრული პოლიტიკა. მე 40-წლიანი გამოცდილება მაქვს და ვიცი, რომ ასეთი შედეგები ყოველდღიური ბრძოლის შედეგია“, – განაცხადა ალაბარმა Eagle Hills-ის საქართველოს ოფისის გახსნაზე.

მისივე თქმით, საქართველო ინვესტორებისთვის უსაფრთხო და პროგნოზირებადი ქვეყანაა, ხოლო ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი რეგიონში.

„ჩვენ ინვესტორები ვთვლით, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ფაქტორია გვექნება თუ არა წარმატება კონკრეტულ ქვეყანაში. საქართველოსთან ურთიერთობაში ყველაფერი სწორად მიდის. უკვე წელიწადზე მეტია, აქტიურად ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ ბიზნესპარტნიორობაა, არამედ გულწრფელი მეგობრობა“, – აღნიშნა ალაბარმა.

მისი თქმით, საქართველოში განხორციელებული პროექტები სრულად ეფუძნება ადგილობრივ პოტენციალს და ხელს შეუწყობს პროფესიული ცოდნისა და უნარების ზრდას.

„ჩვენ ვამაყობთ ქართველი დიზაინერებითა და მშენებლებით. ეს პროექტები მათ ნიჭსა და შრომაზე დგას. ასეთი ინიციატივები ეკონომიკაში დომინოს ეფექტს იწვევს, იზრდება ბიუჯეტის შემოსავლები, იქმნება სამუშაო ადგილები, იზრდება ტურიზმი. მხოლოდ ამ პროექტით 50 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება“, – აღნიშნა მან.

ალაბარის თქმით, Eagle Hills-ის 6,5 მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიციის პარალელურად, პროექტის არაპირდაპირი ეკონომიკური ეფექტი 15 მილიარდ დოლარსაც გადააჭარბებს.

„ჩვენ არ მოვდივართ მხოლოდ ფულით მოვდივართ გამოცდილებით, ტექნოლოგიებით და სურვილით, შევქმნათ ეკოლოგიურად მდგრადი, თანამედროვე ურბანული სივრცეები. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას ნდობისთვის. არასოდეს გავამტყუნებთ ამ ნდობას“, – განაცხადა Eagle Hills-ის დამფუძნებელმა.

მისივე თმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მათ ექცევიან არა როგორც ინვესტორებს, არამეს, როგორც ოჯახის წევრებს.

"ამხელა უშველებელი ინვესტიციის განხორციელება გვანდეთ, არა მარტო გვენდეთ, არამედ გაგვიღეთ თქვენი ქვეყნის კარები და თქვენ ინვესტორებივით კი არ გვექცევით, გვექცევით როგორც ოჯახის წევრს, ასე გვექცევით. აი ასეთი განწყობა განსაკუთრებული და ეს ყველას ეხება საქართველოში, ყველა ქართველი ასე ექცევა სტუმარს. როდესაც 40-წლიანი გამოცდილებით მოდის ქვეყანაში ადამიანი, ან კომპანია და ამ 40 წელში იყო შეცდომები და წარმატებები, მაგრამ ძალიან დავხელოვნდით მთელი ამ წლების განმავლობაში და ეს მთელი გამოცდილება, კარგი, წარმატებული გამოცდილება მოგვაქვს საქართველოში.

ჩვენ ვართ წარმატებულნი, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, ჩვენ ვსწავლობთ, დღესაც ვსწავლობთ. სწავლა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ეს უნარი გვაჩვენებს თუ როგორ შეიძლება შევიტანოთ წვლილი ხალხის კეთილდღეობაში. რა სამუშაო ადგილები შევქმნათ, რა სჭირდება ქვეყანას. ამაზე ვფიქრობთ ხოლმე და ეს არის განსაკუთრებული, იმიტომ რომ მთლიანი შიდა პროდუქტი მინიმუმ 5%-ით იზრდება ასეთი დამოკიდებულებით, ასეთი განწყობით. და ამას აკეთებს მესამე მხარე და არა ჩვენ. ტიპურად აი ამ განვითარების პროცესში, 50-100%-ით მაღლდება მოტივაცია და პროფესიული უნარებიც, იმ ადამიანებისა, რომლებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში.

ეს არის ჩვენი პირველი წვლილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. როცა ვუყურებთ ხარისხს, იმისა, თუ რა გაკეთდა, ძალიან ვამაყობთ ამით, ვამაყობთ ქართველებით, ძალიან ვამაყობთ თანამშრომლობით. ასეთი პროექტები კეთდება ადგილობრივი კონტრაქტორების, ადგილობრივი დიზაინერების, ადგილობრივი მშენებლების წყალობით და ამას აქვს დომინოს ეფექტი ეკონომიკაში. იმიტომ, რომ როდესაც ჩვენი პროექტები ხორციელდება სხვებიც გვერთვებიან. შეიძლება ვიღაცამ მეტი ჩადოს ან მსგავსი ოდენობა ჩადოს. სახელმწიფო ბიუჯეტში შედის შემოსავლები, გადასახადები, რომელსაც ვიხდით და გადავიხდით ამ წლების განმავლობაში, ტურისტებს მოვიზიდავთ ამ განვითარებით. სამუშაო ადგილები იქმნება 50000 სამუშაო ადგილი მაინც შეიქმნება ამ ინიციატივის ფარგლებში. და როდესაც ასეთ ინიციატივას ვუყურებთ, ეს არის ნამდვილად 6.5 მილიარდი დოლარი, მაგრამ არაპირდაპირი ეფექტიც ძალიან დიდია. არაპირდაპირი იქნება 15 მილიარდი ალბათ. ჩვენ, როდესაც ვიწყებთ მასიურ პროექტს, აი ასეთს, მთელი ის მარკეტინგული მხარდაჭერით და მთელი იმ პროცესებით, რომელიც ამას მოჰყვება, ჩვენ კიდევ უფრო მეტს, ვნახავთ ეფექტს. ადრე, 40 წლის წინ, ხალხი არ გვდენდებოდა. ნდობა დროდადრო იზრდებოდა და ვითარდებოდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ სტაბილურობით და ძლიერი ხელმძღვანელობით, რაც თქვენს ქვეყანაში არსებობს, ძალიან კარგი შედეგები იქნება ამ პროექტის საფუძველზე მიღწეული. მშპ, სამუშაო ადგილები, ხელფასები, გადასახადები, ხარისხი ადგილობრივი პროფესიონალების ჩართულობის ხარისხი, იქნება უმაღლესი ხარისხის და თანამედროვე. ეს ექსპერტული ცოდნა არ დაიკარგება და განაწილდება და გაზიარდება სხვებთან. 100 წლის წინ რაც მოხდა, დღეს უკვე დიდი გამოცდილება, დიდი ისტორიაა. ჩვენ ძალიან გვიხარია ეს ფაქტი, ეს ინიციატივა. მადლობას გიხდით, რომ ეს ამოცანა მოგვეცით. ეს ჩვენთვის არის დიდი დავალება. ჩვენ ძალიან მოტივირებულნი ვართ, მთელი გუნდი და იმედი მაქვს, რომ მთელი ამ მდგრადი განვითარებით, ტექნოლოგიური ფაქტორებით, რაღაც ისეთს შევქმნით, რომელიც იქნება ეკოლოგიურად მდგრადი, ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით. რაც ბევრ ქვეყანაში არ ხდება. ჩვენ აი ძალიან სწორ ადგილას, სწორი, სწორ დროს ვიწყებთ მუშაობას. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ნდობისთვის, არასოდეს გიღალატებთ, არასოდეს გაგიმტყუნებთ ნდობას და იმედებს. მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც ამ დარბაზში შეიკრიბა და ძალიან მიხარია, რომ ჩემი შვილიშვილი, ბიჭი მახლავს. არ ვიცი რატომ მთხოვა, მაგრამ წამოვიდა და მისი მეგობრებიც წამოიყვანა. 13-ვე შვილიშვილი არ ჩამომიყვანია, იმიტომ, რომ ამისი ადგილი არსად არ არის, მაგრამ ჩემი ყველაზე მოტივირებული შვილიშვილი ჩამოვიყვანე მის მეგობართან ერთად, რომ გავაცნო საქართველო. ძალიან დიდი მადლობა, გაფასებთ ცამდე, უღრმესი მადლობა" - განაცხადა Eagle Hills-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Eagle Hills საქართველოში ორ მეგაპროექტს განახორციელებს:

  • თბილისში, კრწანისში – 600 ჰექტარზე ახალი „მწვანე ქალაქის“ განვითარება;
  • ბათუმში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე – 250 ჰექტარზე პრემიუმ კლასის ტურისტული კურორტის შექმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები