მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გვიჭირს ახალგაზრდა ტურისტების მოზიდვა” - ტურისტული კომპანია

60a7ef5466373
ანუკა ჯოხაძე
21.05.21 21:34
711
ეკონომიკის მინისტრის პროგნოზებით მიმდინარე წელს ქვეყანაში ტურიზმი 30-50%-ით აღდგება. მისი მტკიცებით, ქვეყანაში უკვე აქტიურად შეინიშნებიან სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორები. ტურიზმის აღდგენასთან მიმართებით პოზიციტიურ პროგნოზებს აკეთებს ფინანსთა მინისტრის მოადგილეც. გიორგი კაკაურიძე თვლის, რომ წელს ტურიზმის გასული წლის მაჩვენებლის 25%-ის აღდგება.

პოზიტიურ პროგნოზებს აკეთებს ტურიზმის ინდუსტრიის ნაწილიც. ტურისტული კომპანია TravelShop-ის გენერალური მენეჯერი ნიკა მანჯგალაძე ამბობს, რომ წელს ევროპული ქვეყნებიდან საქართველოზე მოთხოვნა არ იქნება, თუმცა მისი თქმით, სხვა მიმართულებებიდან ჯავშნები უკვე შემოდის. თუმცა ამის პარალელურად TravelShop-ის გენერალური მენეჯერის თქმით, პრობლემაა ახალგაზრდა ტურისტულ ნაკადებთან მიმართებით, რადგან ქვეყანაში გართობის ინდუსტრია კვლავ არ არის გახსნილი.

“ძალიან მძიმე მდგომარეობაა ახალგაზრულ ტურისტულ ნაკადებთან მიმართებით, იმიტომ რომ გასართობი თბილისში არაფერი არ არის 11 საათამდეც კი. თუ რეგულაციები არ შემსუბუქდა კლუბებთან მიმართებაში, ან ღია სივრცეში მაინც მოხდება მათი საქმიანობის დაშვება, ძალიან რთული იქნება ახალგაზრდა ტურისტული ნაკადების მოზიდვა, რომლისთვისაც ბოლო წლებია ჩვენი ქვეყანა ძალიან პოპულარული გახდა. თუმცა მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ ზაფხული სეზონს”, - აცხადებს TravelShop-ის გენერალური მენეჯერი ნიკა მანჯგალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები