'გვინდა, დავამკვიდროთ ერთი ძალიან მკაფიო პრინციპი: ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი. ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ პრეზენტაციის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ეს გადანაწილება უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტების ტრადიციული ფუნქციისა და მათი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით.
„რაც შეეხება რესურსების ოპტიმიზაციას და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის გათანაბრებას. აქ პირველ რიგში გამოწვევიდან გამომდინარე გვინდა, დავამკვიდროთ ერთი ძალიან მკაფიო პრინციპი: ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი. სახელმწიფო უნივერსიტეტებში, თბილისი რომ ავიღოთ პირველ რიგში, თბილისში ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, შესაბამისად, ეს გამოიწვევს რეორგანიზაციას, ბუნებრივია, და ფაკულტეტების გადანაწილებას უნივერსიტეტებს შორის. ეს გადანაწილება უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტების ტრადიციული ფუნქციისა და მათი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით. სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი გარდამავალი პერიოდი, ვინც სწავლობს მას ექნება საშუალება დაამთავროს ის შესაბამისი უნივერსიტეტი, შესაბამისი სპეციალობით“, - განაცხადა კობახიძემ.




























