მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვინდა ე.წ. რიყის დოქებში სხვა სივრცეებთან ერთად ღვინის მუზეუმი მოეწყოს - ლევან დავითაშვილი

6213527880ed9
ინგა მურუსიძე
21.02.22 12:46
2776
გვინდა, ე.წ. რიყის დოქებში ტურისტული ცენტრი გავაჩინოთ, მათ შორის შეიქმნას ღვინის მუზეუმი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აუქციონის საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება, ხოლო ინვესტორი ვალდებული იქნება 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

„წინა აუქციონების შედეგად, იმ ფასით, რომელიც გამოცხადებული იყო, ვერ მივიღეთ დაინტერესება. დიდი იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკება, რომელიც არსებობს, დაინტერესებულ მხარეებთან წარიმართება წარმატებით და ობიექტი გაცოცხლდება. გვინდა, რომ აქაც მორიგი ტურისტული ცენტრი გავაჩინოთ. გათვალისწინებულია ღვინის მუზეუმის მოწყობა და ა.შ. ალბათ ინტერაქტიური სამუზეუმო სივრცე უნდა შეიქმნას. ვფიქრობ, დოქების სივრცის ნაწილი ქართული ღვინის თემატიკას შეეხოს. იმედი გვაქვს, მეტ ტურისტს მოვიზიდავთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობამ „რიყის დოქების“ გასაყიდად ხუთჯერ გამოიტანა, თუმცა ვერ გაყიდა. თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება აუქციონზე 2020 წლის თებერვალში 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი. მომდევნო აქუციონზე რიყის დოქების ფასი მცირდებოდა. ბოლო აუქციონზე, რომელიც გასული წლის 29 დეკემბერს გამოცხადდა, ობიექტი 30 000 000 ლარად იყიდებოდა. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები