მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვინდა გავაუმჯობესოთ ჩვენი სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ - ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ტურიზმის მსოფლიო დღეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოშის" გაუმჯობესების სურვილი აქვთ.

მინისტრმა იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც უწყების დაქვემდებარებაში მოქმედი სახელმწიფო სააგენტო "აწარმოე საქართველოშის" პროგრამები იძლევა და აღნიშნა: „გვინდა გავაუმჯობესოთ ჩვენი სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ფრანჩიზას და სხვა სტიმულებს, რომელიც შეეხება სხვა მიმართულებებს, სტუმარმასპინძლობის სექტორს და ა.შ. ჩვენ გვჭირდება ხარისხიანი მონაცემები სექტორში და გვინდა უფრო მეტი ეკონომიკური შედეგის მიღება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები