მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გვინდა მოვიცვათ პოსტსაბჭოთა ქვეყნები” - რა სამომავლო გეგმები აქვს Pharmaco-ს?

64823190db50c
ნანუკა ნარიმანიძე
11.06.23 18:30
988
მედიკამენტების ქართული აპლიკაცია Pharmaco რამდენიმე თვეა, რაც საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა, ეს არის აპლიკაცია, რომელიც წარმოადგენს შუამავალს მომწოდებელსა და პაციენტს შორის, კომპანიის ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე Pharmaco-ს დამფუძნებელმა, ანი ჯანგირაშვილმა გადაცემა “ქალების ნარატივში” სტუმრობისას ისაუბრა.

“Pharmaco არის ონლაინ პლატფორმა, რომელზეც აბსოლუტურად ყველა მომხმარებელს აქვს წვდომა, ჩვენთან მედიკამენტების გამოწერა, საშუალოდ 50%-ით იაფია სხვა ქსელურ კომპანიებთან შედარებით. ჩვენ მომხმარებელს პირდაპირ ვაკავშირებთ საერთაშორისო მომწოდებელთან, შესაბამისად პაციენტს საშუალება აქვს მედიკამენტი იმ ფასში მიიღოს, რა ფასიც ღირს, ყველანაირი ფასნამატის გარეშე”, - განმარტა დამფუძნებელმა.

ანი ჯანგირაშვილი აღნიშნავს, რომ აპლიკაციის შექმნის იდეა არსებულ ბაზარზე ხარისხიანი მედიკამენტების ნაკლებობა და დეფიციტური მედიკამენტები იყო.

“საქართველოში ყოველთვის დიდი პრობლემა იყო სასურველი მედიკამენტების შეძენა, ჩვენ ძირითადად ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე და დეფიციტურ მედიკამენტებზე ვართ ორიენტირებულები, ზოგადად, საქართველოში ამ მედიკამენტების მოპოვება და ჩამოტანა ძალიან რთულია, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი აპლიკაციის შექმნა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი უკვეთავს სასურველ მედიკამენტს სასურველი რაოდენობით, ჩვენ ვაწვდით შეკვეთას საერთაშორისო მომწოდებლებს და საშუალოდ 3 კვირაში, მედიკამენტი იგზავნება პაციენტის სახელზე, მისივე მითითებულ მისამართზე”, - განმარტავს ის.

ამასთან, დამფუძნებელმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

“სულ სამი თვეა, რაც საქართველოს ბაზარზე გამოვჩნდით და უკვე ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს, მიმდინარე წელს, გვსურს საქართველოზე ვკონცენტრირდეთ და მთლიანად მოვიცვათ არსებული ბაზარი, პარალელურად აქტიურად ვმუშაობთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გასვლაზე, ორი ქვეყანა უკვე არჩეული გვაქვს და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, მეტ ინფორმაციას ჩვენი მომხმარებელი ძალიან მალე გაიგებს, ჩვენს გეგმებშია ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის მოცვა”, - ამბობს დამფუძნებელი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ანი ჯანგირაშვილი ამბობს, რომ იგეგმება სხვა მედიკამენტებისა და კოსმეტიკური ხაზის დამატებაც.

“დღეს 15 000-მდე მედიკამენტის შეძენაა შესაძლებელი ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით, აქტიურად ვმუშაობთ ამ რიცხვის გაზრდაზე, ამასთან, გვინდა კოსმეტიკური ხაზის დამატებაც, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, დავამატებთ მომხმარებლისთვის საინტერესო, უკვე ცნობილ ბრენდებს, სწორედ ისეთივე ფასებით, როგორიც მედიკამენტებზე გვაქვს”, - დასძინა მან.

Pharmaco-ს ოთხი დამფუძნებელი ჰყავს, მომწოდებელი ქვეყნები, ძირითადად თურქეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და გერმანიაა, სამომავლოდ ამ ქვეყნების რაოდენობის გაზრდაც იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები