მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვინდა, ქუთაისში მესამე ბაზირებული ხომალდი მალე დავაბრუნოთ - ჯოზეფ ვარადი

63569c9c7b80b
მარიამ ვარადაშვილი
24.10.22 19:35
5363
Wizz Air-ის გენერალური დირექტორი ჯოზეფ ვარადი აცხადებს, რომ კომპანიას ქუთაისის აეროპორტში მესამე ბაზირებული საჰაერო ხომალდის, რაც შეიძლება მალე დამატება სურს.

“აქტიურად განვიხილავთ და მინდა, მესამე ბორტი რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ. მსოფლიოში გარკვეული პრობლემები არსებობს, მაგალითად, საწვავის მაღალი ფასი, საქართველოს ირგვლივ დაკეტილი საჰაერო სივრცე, რაც ფრენებს ახანგრძლივებს და რაც უფრო გრძელია ფრენა მით უფრო მაღალია ხარჯი. აუცილებელია სიტუაციის სტაბილურობა დავინახოთ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. ამ თემაზე აქტიურად ვმუშაობთ და როგორც კი მოგვეცემა საშუალება ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

Wizz Air-ის იმედი ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ და შეგიძლიათ განიხილოთ, როგორც საქართველოს დე ფაქტო ნაციონალური გადამზიდველი, რადგან აქ საქართველოსთვის და ქართველებისთვის ვართ”,- აცხადებს ვარადი BMGTV-ს ეთერში.

შეგახსენებთ, რომ Wizz air-მა მეორე ბაზირებული ხომალდი აეროპორტში აგვისტოში დააბრუნა და ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით ფრენები განაახლა.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები