მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვინდა, „საქართველო 2030-ის სივრცითი მოწყობის“ სტრატეგიაზე მუშაობა მალე დავასრულოთ - პრემიერი

63aae8c94f46f
BM.GE
27.12.22 16:44
395
გვინდა, რომ მალე დავასრულოთ მუშაობა „საქართველო 2030-ის სივრცითი მოწყობის“ სტრატეგიაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმითვე, ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ არც ერთ მუნიციპალიტეტში ან/და საკურორტო ადგილას ქაოტური განაშენიანება აღარ მოხდეს.

„მინდა ასევე გითხრათ, რომ აქტიურად ვმუშაობთ მთელი ქვეყნის სივრცით დაგეგმვაზე, ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი. წელს დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და გვინდა, რომ მალე დასრულდეს ეს პროექტი. „საქართველო 2030-ი სივრცითი მოწყობის“ სტრატეგია მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ არსად, არც ერთ მუნიციპალიტეტში, არც ერთ საკურორტო ადგილას აღარ მოხდეს ქაოტური განაშენიანება და ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანას ჰქონდეს დასრულებული სივრცითი კონცეფცია და წარმოდგენა იმისა, თუ სად როგორ უნდა განვითარდეს.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით უზარმაზარ, კოლოსალურ თანხებს მივმართავთ. წელს, მაგალითად, 5500-ზე მეტი პროექტი იქნა განხორციელებული ჯამურად. დასაქმებული იყო 25 ათასი ადამიანი და 1 200-მდე კომპანია იყო ჩართული.

ასევე გეტყვით, რომ საერთაშორისო მაგისტრალის ნახევარზე მეტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი უკვე აშენებულია. 2022 წელს სამუშაოები მიმდინარეობდა მაგისტრალური გზის 118 კილომეტრზე, მათ შორის რიკოთის მონაკვეთზე, წლის ბოლომდე საფარი მოეწყობა 40 კილომეტრზე, 15 კილომეტრი უკვე გახსნილია მოგეხსენებათ.

ამ ისტორიულ პროექტს, საუკუნის პროექტი შეიძლება ვუწოდოთ, დავასრულებთ და გავხსნით 2024 წელს, მთელი ეს მაგისტრალი დასრულდება და სულ რაღაც სამ საათ ნახევარში ჩახვალთ თბილისიდან ბათუმში”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები