მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გვინდა, „ცირკი“ გორში კულტურული ცენტრი გახდეს“ - ერეკლე კოკაია

ცირკი

"გორი ინნ“-ის სასტუმროს მიმდებარედ, სადღესასწაულო სივრცე „ცირკი“ 2023 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა. “Inn ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორის, ერეკლე კოკაიას განმარტებით, მათი მიზანი სივრცის კულტურულ ცენტრად ქცევაა.

მისივე ცნობით, ეს არის გასტრო სივრცე, სადაც მომხმარებლებს ქართულ სამზარეულოს გათანამედროვებულ ვერსიას, ქართული კულტურის გაზიარებას, ამასთან ფოლკლორულ სიმღერებსა და ქართულ ცეკვებს სთავაზობს.

„ამ ობიექტის იდეა ის არის, რომ გორში ამ დრომდე ისეთი სივრცე არ არსებობდა, სადაც მოსახლეობა აქტიურ გართობას შეძლებდა. შესაბამისად, გორის მოსახლეობას თბილისში ჩასვლა და ღონისძიების დასწრება, შემდეგ კი უკან დაბრუნება უწევდა, რაც ვფიქრობთ, რომ გამოვასწორეთ.

სივრცეში სტუმრობა როგორც სასტუმროს დამსვენებლებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეუძლია. უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სივრცე ნელ-ნელა ქორწილების მიმართულებითაც აქტიური ხდება. ცირკი საღამოობით მუშაობს და ყველაზე დიდი დატვირთვა მაინც ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას არის ხოლმე, როდესაც ხალხი ისვენებს.

რაც შეეხება ფასებს, ჩვენთვის მთავარი მიზანი იყო ის, რომ სერვისის ღირებულება ადგილობრივ მოსახლეობაზე მორგებული ყოფილიყო. შესაბამისად,თუ საქართველოში არსებულ იგივე დონის რესტორნებს შევადარებთ, ჩვენ შედარებით დაბალი ფასები გვაქვს რადგან ვცდილობთ, რომ ქართული ბაზრის შესაძლებლობები ყოველთვის გავითვალისწინოთ ხოლმე,“- აცხადებს კოკაია.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სივრცე სხვადასხვა სახის ღონისძიებებით იქნება აქტიურად დატვირთული.

ცნობისთვის, "გორი ინნ“-ი სასტუმროს მიმდებარედ სადღესასწაულო სივრცე „ცირკი“ 2023 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა. სივრცე 600 კვ.მ.-ს მოიცავს და 500 ადამიანზეა გათვლილი.