მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გვინდა ხაჭაპური ისეთი პოპულარული გახდეს როგორიც პიცაა” - “ჩიზზზის" გეგმები

61fd22a1dc41a
მარიამ იზორია
05.02.22 00:21
8845
“ჩიზზზი” - ასე ჰქვია ქართულ სტარტაპს, რომელიც მომხმარებელს 10 წუთში მოსამზადებელ ვაკუუმ შეფუთვაში ნახევრად შემცხვარ აჭარულ ხაჭაპურს გაყინული სახით სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ შეფუთვაში მოთავსებულია - ყველიც.

სტარტაპის თანადამფუძნებელი ნათია ჯგუბურია bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ იდეა პანდემიის პერიოდში გაჩნდა, დაახლოებით 6 თვის შემდეგ კი “წერტის” ყველის, “სექტორი დ3-ის” ქრასთის და სარეკლამო სააგენტო “მეტროს” დახმარებით პროდუქტი უკვე ე.წ. “ფუდმარკეტზე” გამოჩნდა.

“იდეა ჩემს მეუღლეს პანდემიის პერიოდში გაუჩნდა, როცა სახლში დავრჩით და მივხვდით, რომ რეალურად სახლში გემრიელი აჭარული ხაჭაპურის ჭამა შეუძლებელი იყო, რადგან რესტორნებიდან უკვე გაციებული, დაზიანებული შეკვეთა მოჰქონდათ. შედეგად დავიწყეთ “ჩიზზზის” წარმოება და “ფუდმარკეტზეც” გამოვჩნდით, სადაც 1000-მდე ხაჭაპური გავყიდეთ. მომხმარებლის დამოკიდებულება ძალიან დადებითი იყო, არც ერთი უარყოფითი შეფასება არ მიგვიღია.

რაც შეეხება გეგმებს, ექსპორტზე გასვლას განვიხილავთ. ამ დროისთვის მოლაპარაკებებს უკრაინასთან ვაწარმოებთ, დაინტერესება ძალიან დიდია, სამომავლოდ ვიმედოვნებთ, რომ ამერიკის ბაზარზეც შევალთ. საბოლოოდ, ჩვენი მიზანია აჭარული ხაჭაპური ისეთი პოპულარული გახდეს, როგორიც პიცაა”, - ამბობს “ჩიზზზის” დამფუძნებელი.

ცნობისთვის: “ჩიზზზის” შეძენა უკვე “წერტის” მაღაზიებშიც 20 ლარად არის შესაძლებელი. უახლოესს მომავალში სტარტაპი გაყინულ აჭარულ ხაჭაპურს ონლაინაც გაყიდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები