მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

ღვინის გაუაზრებელი სახელმწიფო პოლიტიკა ქართულ ღვინოს ისევ რუსეთის ბაზარს აბამს - ხაზარაძე

"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ქართული ღვინის პოტენციალზე წერს. მისი თქმით, ქართულ მეღვინეობას დიდი პოტენციალი აქვს. ხაზარაძე მადლობას უხდის ადამიანებს, ვინც ამ საქმეს ღირსეულად ემსახურება.

"რამხელა პოტენციალი აქვს ქართულ მეღვინეობას - თუ რამე წარმატებას ეს დარგი აღწევს, ისევ პატრიოტი მეღვინეებისა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების ხარჯზე.

გაუაზრებელი ღვინის სახელმწიფო პოლიტიკა ქართულ ღვინოს ისევ რუსეთის ბაზარს აბამს და ევროპის ბაზარს ატოვებინებს, ასეული მილიონით სახელმწიფო სუბსიდირების მაგივრად, ეს თანხები ღვინის ახალ ბაზრებზე რეალიზაციის მხარდაჭერაში უნდა იდებოდეს.

დღეს ისევ იჩინა თავი ფალსიფიკაციამ. ქართული ღვინის საექსპორტო ფასი ქვევით იწევს, 8 000-წლოვანი ისტორია და ქვევრის ბრენდი მხოლოდ ლოზუნგად დარჩება, თუ ასე გაგრძელდა.

მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ქართულ ღვინოს ღირსეულად ემსახურებიან", - აცხადებს ხაზარაძე.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები