მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გვქონდა პრობლემები - კლინიკები უარს ამბობდნენ ცხელებით პაციენტების მიღებაზე" - თამარ გაბუნია

5e8304592973b
ინგა მურუსიძე
31.03.20 12:54
964

გვქონდა პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ კლინიკები უარს ამბობდნენ ცხელებით პაციენტების მიღებაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად მობილიზებულია რაიონული კლინიკები, დაახლოებით 40-მდე, რომლებმაც გამოყვეს სპეციალური ადგილები ცხელების მქონე პაციენტების მისაღებად.

„ჰოსპიტალური სექტორის მზადება დაიწყო უკვე რამდენიმე თვეა. საუბარი გვაქვს როგორც იმ კლინიკებზე, ვინც სრულად გააკეთებს მობილიზებას და მკურნალობს კოვიდ 19-ით ინფიცირებას და კლინიკები, რომლებიც მიიღებს პაციენტებს ცხელებით. გვქონდა პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ კლინიკები უარს ამბობდნენ ცხელებით პაციენტების მიღებაზე, თუმცა რაიონული დონის კლინიკები შესაფერისად არიან აღჭურვილი იმისთვის, რომ მიიღონ უსაფრთხოდ პაციენტები და მოემსახურონ ყველას. უკვე იდენტიფიცირებულია რაიონული დონის კლინიკები, რომლებიც გამოყოფს ცხელების ზონას, რაც განტვირთავს საავადმყოფოებს. ასეთი არის ყველა რაიონულ ცენტრში და ჯამში 40-მდე კლინიკა გამოდის“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ასეთი კლინიკები იდენტიფიცირებულია თბილისში, ქუთაისში, გორსა და ზუგდიდში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები