მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვსურს, მივიღოთ მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ანაკლიის პორტი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა - ილჰამ ალიევი

ალიევი

გვაქვს სურვილი მონაწილეობა მივიღოთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, იქნება ეს ანაკლიის პორტი თუ სხვა,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„უამრავი ერთობლივი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული ენერგეტიკაში, ტრანსპორტის სფეროში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნებში მოხდეს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ ვაღრმავებთ თანამშრომლობას, ეს ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია. 

დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას და გვაქვს სურვილი მივიღოთ მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელზეც საუბარი იყო, ანაკლიის პორტი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოში, შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ. ეს გააძლიერებს და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას“, - განაცხადა ალიევმა.

განცხადების თარგმანი ტელეკომპანია "იმედს" ეკუთვნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები