მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ₾6 მილიარდია ინვესტირებული - პრემიერი

ღარიბაშვილი

2013 წლიდან გზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ₾6 მილიარდია ინვესტირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გახსნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჯამში 2013 წლიდან 16 000 კილომეტრი გზა აშენდა და რეაბილიტირდა.

"2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, 261 კილომეტრი მაგისტრალური გზიდან 193 კილომეტრი არის ჩვენს მიერ აშენებული და ჩვენი მთავრობის დროს გახსნილი. ახლა მიმდინარეობს 81 კილომეტრზე სამუშაოები, გრძელდება რა თქმა უნდა და ჯამში 2013 წლიდან მოყოლებული ჯამურად 16 000 კილომეტრი გზა აშენდა და რეაბილიტირდა.

ეს არის ძალიან მასშტაბური სამუშაოები, აქედან მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპატრამენტიდან 6 მილიარდი ლარი არის ინვესტირებული, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რიკოთის მაგისტრალური გზა ჯამში იქნება 52 კმ, - 97 ხიდი შენდება და 51 გვირაბი. დღეის მდგომარეობით კი 48 გვირაბი უკვე გაჭრილია და 83 ხიდი უკვე აშენებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები