მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიკოთის პროექტირებაში 140 უცხოელი და ქართველი სპეციალისტი მონაწილეობდა - ქარსელაძე

რიკოთ
BM. GE
11.08.23 21:32
142

პროექტირება შესრულდა მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის პროცედურებით.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე  რიკოთის მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა.

მინისტრის განმარტებით, რეალობას აცდენილია ბრალდებები, რომელიც გაჟღერდა რიკოთის მაგისტრალის საპროექტო შესყიდვასთან დაკავშირებით.

„პირველ ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ რიკოთის გზის პროექტირება და შესაბამისი მომსახურების შესყიდვა განხორციელდა მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის პროცედურებით. ხარისხზე დაფუძნებული შესყიდვის პროცედურა ითვალისწინებს, პირველ რიგში, კომპანიის და კომპანიაში ამ პროექტისთვის წარმოდგენილი ინჟინრებისა და ექსპერტების შეფასებას, ანუ ტექნიკურ შეფასებას და მათ გამოცდილებას მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებაში.

ისევე, როგორც ფინანსურ გამოცდილებას და სხვადასხვა მოთხოვნას. სწორედ ამის შედეგად, 80/20-ზე ნაწილდება ქულების შეფასება, ანუ 80% მიენიჭება მთლიან შეფასებაში სწორედ ამ ექსპერტების შეფასებას და მათ კვალიფიკაციას. სწორედ ასეთი შესყიდვის შედეგად იქნა შერჩეული ამერიკული „აეკომი“ და იტალიური კონსორციუმი „აიარდი“ და „ სპეა“ და თურქული კომპანია „თემელსუ“. ეს ოთხივე კომპანია არის ძალიან სახელოვანი წამყვანი კომპანია",  - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა ისიც განმარტა, რომ საპროექტო სამუშაოებში უცხოურ კომპანიებთან ერთად ქართული კომპანიებიც მონაწილეობდნენ და უსაფუძვლო უწოდა ბრალდებას თითქოსდა პროექტი სათანადოდ არ შესრულდა.

„ამ კომპანიებთან ერთად, 3 წამყვანი ქართული კომპანია იყო საგზაო პროექტირებაში ჩართული და რაც საინტერესოა, ჯამურად, მხოლოდ პროექტირებაზე, მხოლოდ რიკოთზე, 140 სპეციალისტი მონაწილეობდა, ანუ 140 ინჟინერი და ექსპერტი, საიდანაც 56 იყო უცხოელი და 84 იყო ადგილობრივი.

გარდა იმისა, რომ გამოცდილი კომპანიები ამზადებნენ დეტალურ პროექტს, საკუთრივ საფინანსო ინსტიტუტებს ჰყავდათ თავიანთი დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც ჩართულები იყვნენ პროექტირების პროცესში და, საბოლოო ჯამში, მათი დადასტურებების, აუდიტის  საფუძველზე იქნა დამტკიცებული აღნიშნული პროექტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები