მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გაიხსნება რიკოთის მაგისტრალი? - განმარტება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი
BM. GE
11.08.23 23:26
161

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მაგისტრალთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ინფორმაციას

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქარსელაძემ თქვა, რომ რიკოთზე სამშენებლო სამუშაოები, გეგმის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს.

„რიკოთის, მაგისტრალზე წელს ორი უმთავრესი მონაკვეთი გაიხსენება. საბოლოოდ, ვხედავთ რომ ძალიან კომპექსური, ძალიან რთული პროექტი, ძალიან რთულ გეოლოგიურ და რელიეფურ პირობებში მიმდინარეობს ისეთი ტემპით, რომ წელს ორი უმთავრესი მონაკვეთი - ხევიდან ზესტაფონამდე გაიხსნება და მომდევნო წელს, უკვე სრულად 52 კილომეტრიანი მონაკვეთი ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში. ეს არის ის გეგმა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ,"  - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები