მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ხარისხი ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში გამოწვევაა”- Construction Service

6401cf0b078af
ანუკა ჯოხაძე
03.03.23 15:23
865
სახელმწიფო ტენდერებით ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხი რომ გამოწვევაა, აღნიშნულ საკითხზე განცხადება არაერთხელ გაკეთებულა, მათ შორის საჯარო პირების მხრიდანაც. BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ რამდენად არის დღეს გამოწვევა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას ხარისხი, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მიმდინარე კვირის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ვერ დავასახელებთ პროექტს, სადაც ხარისხის პრობლემა იყო. 

განსხვავებული პოზიცია აქვს ბიზნესს. კომპანია CONSTRUCTION SERVICE-ის დირექტორი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ ხარისხი ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში მთავარი გამოწვევაა. მისი განმარტებით, პროექტების დიდი ნაწილი საგარანტიო ვადებს ვერ აკმაყოფილებს და 4 წლის შემდეგ სრულად ამორტიზებულია.

“ხარისხი ყველგან გამოწვევაა, ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში. პრობლემები ამ მიმართულებით ეხება როგორც ადგილობრივ პროექტებს, ისე საერთაშორისოს. ამ დროს ხარისხის კონტროლი და კვალიფიკაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. მაგალითად არის სამშენებლო კომპანია, რომელსაც არ ჰყავს ინჟინერი, რომელიც სამუშაოს არაკვალიფიციურად ასრულებს.

საგარანტიო პერიოდები არის დიდი თუ გადავხედავთ პროექტებს, შესრულებული სამუშაო 4 წლის თავზე სრულად ამორტიზირებულია ხშირად. ამიტომ აუცილებელია სამშენებლო და საკონსტრუქტორო კომპანიების ლიცენზირების შემოღება", - აცხადებს კომპანია Construction Service-ის დირექტორი გიორგი გაბუნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები