ანონიმურმა ჰაკერებმა ინტერნეტში რეკორდული რაოდენობის - 10 მილიარდი პაროლი გაავრცელეს, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.
ე.წ. Dark Web-ში გაჟონილი მონაცემები მოიცავს როგორც სოციალური მედიის ანგარიშების, ასევე ელექტრონული ფოსტის, ციფრული მოწყობილობების და აპლიკაციების პაროლებს.
რეალურად, ამ მონაცემების გავრცელება ყოველი მომხმარებლისათვის წარმოადგენს საფრთხეს, რადგან ჰაკერებს შეეძლებათ ეს ბაზა მასობრივი შეტევების განსახორციელებლად ან ისეთი ალგორითმის შესაქმნელად გამოიყენონ, რომელიც თაღლითებს ანგარიშების პაროლის გამოცნობაში დაეხმარებათ.