მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაკერებმა კორეული კრიპტობირჟიდან $15 მილიონის აქტივები მოიპარეს

64390e7c5246e
გიორგი თოლორდავა
15.04.23 00:00
990
სამხრეთ კორეა მორიგი მასშტაბური კიბერდანაშაულის სამიზნე გახდა, ჰაკერებმა კრიპტობირჟა GDAC-დან დაახლოებით 15 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივები მოიპარეს, მათ შორის იყო 350 ეთერიუმი და 60 ბიტკოინი.

კიბერშეტევის იდენტიფიცირების შემდეგ, კრიპტობირჟის ხელმძღვანელობამ ოპერაციების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ჰაკერებმა GDAC-ის ერთ-ერთ მსხვილ ციფრულ საფულეში მოახერხეს შეღწევა და იქიდან კრიპტოაქტივების მოპარვა. საერთო ჯამში, ბირჟამ კასტოდიანური პორტფელის თითქმის 23% დაკარგა, რაც GDAC-ის გაკოტრების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.

საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, აღნიშნულ შემთხვევას კორეის კიბერუსაფრთხოების და ფინანსური სამსახურები იკვლევენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები