მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაკერებმა Radiant Capital-დან $50 მილიონის კრიპტოაქტივები მოიპარეს

კრიპტო ჰაკერი

კრიპტოინდუსტრია მორიგი მასშტაბური კიბერდანაშაულის სამიზნე გახდა - ამჯერად ჰაკერებმა ბლოკჩეინზე დაფუძნებული საკრედიტო პლატფორმიდან, Radiant Capital-დან დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივები მოიპარეს, მათ შორის, ასობით ეთერიუმი და ბიტკოინი.

კიბერშეტევის იდენტიფიცირების შემდეგ, კრიპტობირჟის ხელმძღვანელობამ ოპერაციების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ჩანს, ჰაკერებმა პლატფორმის სისტემაში მოახერხეს შეღწევა და იქიდან კრიპტოაქტივების მოპარვა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს წელს Radiant Capital-ის დაჰაკვის რიგით მეორე შემთხვევაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პლატფორმა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს.

საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, აღნიშნულ შემთხვევას იკვლევენ კიბერუსაფრთხოების და ფინანსური სამსახურები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები