„ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, „ჰამასის“ ტერორისტული ჯგუფის ისრაელზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 1 100 ადამიანია დაშავებული.
მედიის ცნობითვე, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზრდება.
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.