მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

H&M ჯგუფი რუსეთში გაყიდვებს დროებით აჩერებს

6220445f8e986
ანნა ლაპიაშვილი
03.03.22 08:28
565
H&M ჯგუფი რუსეთში გაყიდვებს დროებით აჩერებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, H&M, COS, Arket, & Other Stories, Monki და Weekday რუსეთის ტერიტორიაზე დროებით აღარ გაიყიდება.

"H&M Group-მა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ტერიტორიაზე გაყიდვები შეაჩეროს. რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებს, ამ შემთხვევაში მაღაზიები თანამშრომლებისა და კოლეგების უსაფრთხოების გამო უკვე დაკეტილია“, - ნათქვამია ბრენდების მფლობელი შვედური კომპანია Hennes & Mauritz-ის განცხადებაში.

H&M ჯგუფში ამბობენ, რომ აკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს და კონსულტაციები მიმდინარეობს კომპანიის აქციონერებთანაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები