Harvard-ის წამყვანი ეპიდემიოლოგის მარკ ლიპსიჩის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი ლიმიტირებული გამოყენებისათვის დეკემბრის ბოლოს გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ნამდვილად არის ალბათობა იმის, რომ ვაქცინა სპეციალური ჯგუფებისთვის და ლიმიტირებული გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი დეკემბრის ბოლოს გახდება. ხოლო რაც შეეხება მთლიანად, ლიცენზირებული ვაქცინის გამოჩენის თარიღს, ის ხელმისაწვდომი ზამთრის ბოლოს ან გაზაფხულისთვის გახდება“, - განაცხადა ლიპსიჩმა.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ წლის ბოლოსთვის ვაქცინა პირველ რიგში ხელმისაწვდომი გახდება მოწყვლადი ჯგუფებისათვის, ასაკოვანი მოსახლეობისათვის და ჯანდაცვის სექტროში მომუშავე პერსონალისათვის.
ლიფსიჩის განცხადებით, პირველ ლიცნეზირებულ ვაქცინას დიდი ალბათობით Pfizer-ი და BioNTech-ი შემოგვთავაზებენ.
შეგახსენებთ, რომ კლინიკური ტესტირების მესამე ფაზას ათამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გადის.



























