ამერიკის შეერთებულ შტატებში 2024 წელს ჰელოუინის ტკბილეულზე ფასები მხოლოდ 0.9%-ით გაიზარდა - ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P Global-ის ახალ სტატიაშია საუბარი, რომლის თანახმადაც, გასული ორი წლის განმავლობაში ჰელოუინის ტკბილეულზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდებოდა.
S&P-ის ინფორმაციით, ტკბილეულზე ამერიკელი მომხმარებლის საშუალო დანახარჯები წელსაც, ზედიზედ მესამედ დაიკლებს. კომპანიის პროგნოზით, წლევანდელ ჰელოუინზე ტკბილეულზე მომხმარებელთა დანახარჯები 3.5%-ით, $4.1 მილიარდამდე გაიზრდება, რაც, თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე მომხმარებელთა ხარჯები ათწლეულით ადრე. შესაბამისად, 2024 წელს ტკბილეულის ხარჯი ერთ ამერიკელ ოჯახზე, საშუალოდ, $30.89-ს შეადგენს. მიუხედავადად რეკორდული რიცხვებისა, წლევანდელი დანახარჯები, S&P-ის პროგნოზით, კვლავ ჩამოუვარდება პრეპანდემიურ საშუალოს.
რაც შეეხება ტკბილეულის მოცულობებს, სარეიტინგი კომპანიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ გასული ორი წლის 10% და 3.7%-იანი ჩავარდნების შემდეგ, გაყიდული ტბილეულის მოცულობა წელს 2.4%-ით გაიზრდება.
რაც შეეხება თავად ტკბილეულის ფასებს, განსხვავებით გასული ორი წლის მკვეთრი, 6% და 14%-იანი მატებისა, წელს ის მხოლოდ 0.9%-ით გაიზრდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შაქარსა და ქოქოსზე გლობალურად გაზრდილი ფასების გამო, ტკბილეულის მწარმოებლები ისეთი პროდუქტის წარმოებაზე გადაერთნენ, რომლებიც შოკოლადს საერთოდ არ შეიცავს.
აღსანიშნავია, რომ ინდუსტრიაში იზრდება შრომითი ხარჯებიც. შაქრისა და ტკბილეულის მწარმოებელთა საათობრივი ანაზღაურება, 2024 წელს, წლიურად 3.8%-ით გაიზარდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2023-ში ეს მაჩვენებელი 13.5% იყო.
S&P-ის ცნობითი, ფასების ზრდასთან ერთად, ტკბილეულის მწარმოებლებს მოგების მარჟის შემცირება უწევთ, რის გამოც მომხმარებლები სადღესასწაულო სეზონზე ორიდან ერთ ტენდენციას შეამჩნევენ:
- შემოთავაზება გაიზრდება ტკბილეულზე, რომელიც არ შეიცვას შოკოლადს;
- სეზონური ტკბილეული მაღაზიის დახლებზე წელს გაცილებით ადრე გამოჩნდება.
აშშ-ის საცალო ვაჭრობის ეროვნული ფედერაცია ვარაუდობს, რომ წელს სადღესასწაულო შოპინგში მონაწილეობას მომხმარებელთა რეკორდული რაოდენობა მიიღებს, რომელთა თითქმის ნახევარმა ვაჭრობა ოქტომბრის თვემდე დაიწყო.